Sulkhan’s Weblog

Just another WordPress.com weblog

პროექტი პირველი: საქართველო – პერსპექტივა მეორე

leave a comment »

ჩემი პირველი პუბლიცისტური პროექტის სახელი “საქართველო: პერსპექტივა მეორე” იქნება.  ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმისაა და ჟანრებიდან, ალბათ, ყველაზე უკეთ დახასიათება “სვეტი” მოუხდება. თუ სწორად მახსოვს, ასეთი ჟანრი “ოფიციალურად” ქართული ჟურნალისტიკის თეორიაში არ არსებობს მაგრამ დასავლეთში მეტად გავრცელებულია და პირადი შეხედულებებისა და სხვათა აზრის ერთ ფორმაში გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა.

რატომ “პერსპექტივა მეორე”? ამ სათაურს უამრავი გამართლება აქვს. უმთავრესად იმიტომ, რომ საქართველოში მინდინარე მოვლენებს ყველაზე უკეთ ჩვენს სამშობლოში მცხოვრები ხალხი ხედავს და განიცდის და საუკეთესო ანალიზის გაკეთება მათ შეუძლიათ. არა იმიტომ, რომ მათ ყველაზე მაღალი ინტელექტი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ყოველ დღე საკუთარ თავზე  განციდიან ყოველ ავსა და კარგს და ასჯერ გაგონილს რომ ერთხელ ნანახი ჯობია, ქართველმა კაცმა უკვე ოდითგანვე იცოდა. ამიტომაც, ვფიქრობ, “პირველი  პერსპექტივის” დაჩემების უფლება იქ დარჩენილთ აქვთ.

მაგრამ არსებობს პერსპექტივა მეორეც (საერთოდ, ალბათ, რამდენი კაციც არის, იმდენი პერსპექტივაც არსებობს, მაგრამ, მოდით, ამჟამად ისინი ორ ნაწილად დავყოთ სიმარტივისთვის). ხანდახან უკეთ რომ დაინახო და გაანალიზო რაიმე მოვლენა, უმჯობესია, მისი შუაგულიდან გამოხვიდე, დამშვიებული და დაწყნარებული გონებით შეხედო ყველაფერს და ისე გადაწყვიტო რა არის სწორი და რა მცდარი. ეს შორიდან დანახული, შესაძლოა, სულაც არ ჯობდეს ახლოდან დანახულს, მაგრამ რამდენიმე პერსპექტივის ქონა ადამიანს შედარების უნიკალურ საშუალებას აძლევს და ამით უკეთესი გადაწყვეტილების მიღების ალბათობაც მატულობს.

Written by sulkhan

July 21, 2008 at 6:05 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.